|
• დაინერგა თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების მონიტორინგის თანამედროვე მექანიზმი GPS სამაჯურების მეშვეობით;
• დაინერგა ვიდეოპაემნის ინოვაციური სერვისი;
• დაინერგა პირობით მსჯავრდებულთა აღრიცხვისა და კონტროლის თანამედროვე ელექტრონული რეესტრი;
• საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ეფექტურად აღსრულების მიზნით, დაინერგა თანამედროვე მარეგულირებელი ელექტრონული სისტემა;
• სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივ მისაღებში შეიქმნა ელექტრონული მართვის სისტემა;
• მსჯავრდებულთა ოჯახის წევრთათვის მომსახურების გამარტივების მიზნით, ამოქმედდა ხანგრძლივ პაემანზე ონლაინ რეგისტრაციის სერვისი;
• ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იურიდიულ დახმარების სისტემაში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში და საზოგადოებრივ მისაღებში ამოქმედდა ონლაინ კონსულტაციის სერვისი;
• მომსახურების გაუმჯობესებისა და ინფორმაციაზე მარტივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი მისაღების პროექტის ფარგლებში დაინერგა თანამედროვე Call ცენტრი;
• მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ამანათის გაგზავნისა და ონლაინ სერვისებით სარგებლობისას ფუნქციონირებს SMS შეტყობინების სერვისი;
• სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დაინერგა საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე საგამოცდო ელექტრონული პროგრამა;
• დაინერგა დოკუმენტბრუნვის, ადამიანური რესურსებისა და შიდა კომუნიკაციის ელექტრონული მართვის სისტემა.
|