|
რეფორმები და შედეგები
• ,,პატიმრობის კოდექსი“-ის მიღებით დაიხვეწა სასჯელაღსრულების სისტემის ნორმატიული ბაზა;
• აშენდა 9, გარემონტდა 4 და გაუქმდა 2 სასჯელაღსრულების დაწესებულება;
• პატიმრების 90% ცხოვრობს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამის დაწესებულებებში;
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში დაიწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულების მშენებლობა, რომლის შედეგად გაუქმდება შემორჩენილი 4 ძველი დაწესებულება;
• ხალხის სამსახურში ამოქმედდა საზოგადოებრივი მისაღები, სადაც სასჯელაღსრულების სისტემის ნებისმიერ ვიზიტორს, კომფორტულ გარემოში შესაძლებლობა აქვს მიიღოს სწრაფი მომსახურება და კვალიფიციური სერვისები.
• მიმდინარეობს მასშტაბური რეფორმა სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების მიზნით;
• გაუმჯობესდა პატიმართა კვების რაციონი;
• ამოქმედდა ხანგრძლივი პაემანი, რა მიზნითაც აშენდა სასტუმროს ტიპის ინფრასტრუქტურა;
• ამოქმედდა ვიდეოპაემნის სერვისი, რომლის გამოყენებით ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ეძლევა მსჯავრდებულთან დისტანციურად დაამყაროს პირდაპირი, ვიზუალური და ხმოვანი კავშირი.
• შეიქმნა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც მსჯავრდებულები პროფესიულ განათლებას ეუფლებიან;
• დაინერგა გათავისუფლებისათვის მომზადების სარეაბილიტაციო პროგრამა;
• ნარკოდამოკიდებულების მქონე პირთათვის ხორციელდება ფსიქო–სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა „ატლანტისი“;
• გატარებული რეფორმის შედეგად საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა სრულად აღიკვეთა;
• დაინერგა საგანმანათლებლო პროგრამები და ინდივიდუალური მიდგომები არასრულწლოვანთათვის;
• მსჯავრდებულთა ანაზღაურებადი დასაქმების მიზნით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაიხსნა მცირე საწარმოები;
• სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში გაიხსნა მაღაზიები;
• გამოიცა მრავალენოვანი ბროშურები ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების შესახებ და კომუნიკაციის გამარტივების მიზნით 7 ენაზე დაიბეჭდა უცხოენოვანი სასაუბრო;
• სისტემის ყველა თანამშრომელი გადის ხანგრძლივვადიან საბაზისო მომზადებას და გადამზადებას ეფექტურ კომუნიკაციაში, სტრესისა და აგრესიის მართვაში.
პენიტენციური სისტემის ჯანდაცვა - რეფორმები და შედეგები
• სამედიცინო დეპარტამენტის 2012 წლის ბიუჯეტი 70-ჯერ აღემატება 2004 წლის ბიუჯეტს;
• 2011 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა სისტემის მედ-პერსონალის რიცხოვნება;
• 9 დაწესებულებაში მოეწყო პირველადი ჯანდაცვის ცენტრი;
• სამედიცინო დაწესებულებები აღიჭურვა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით;
• შეიქმნა მულტიდისციპლინური ფსიქიატრიული სამსახური;
• აშენდა ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი;
• განხორციელდა N18 სამკურნალო დაწესებულების ლიცენზირება;
• ექიმის დანიშნულებით ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია დიეტური კვება;
• განხორციელდა დაწესებულებების აფთიაქების ლიცენზირება;
• დაინერგა უნიფიცირებული ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო ბარათი;
• დამატებითი სერვისის სახით გაიხსნა ,,ავერსის” აფთიაქები;
• ამოქმედდა მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრები;
• ყველა დაწესებულებაში მოეწყო თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი;
• ყოველწლიურად 1000-მდე მსჯავრდებულის გაყვანა ხდება სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში დამატებითი გამოკვლევებისა და ოპერაციული მკურანლობისათვის;
• ყოველწლიურად 1 000 000-მდე ლარი იხარჯება მსჯავრდებულთა სამოქალაქო სექტორის კლინიკებში დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე;
• ყოველწლიურად 2000-მდე ვიწრო პროფილის სპეციალისტის შემოყვანა ხდება გამოკვლევებისა და კონსულტაციებისათვის;
• შეუფერხებლად ხორციელდება ტუბერკულოზის სახელმწიფო სამკურნალო პროგრამა;
• 52%-ით შემცირდა სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელება;
• პრევენციის მიზნით, სისტემაში მუდმივად ხორციელდება გადამდები დაავადებების სკრინინგი;
• პირველი ლედის მეთაურობით შეიქმნა ჯანდაცვის რეფორმის სამეთვალყურეო საბჭო.
|