|
რეფორმები და შედეგები
• ამოქმედდა ,,ონ-ლაინ’’ იურიდიული დახმარების სერვისი;
• შეიქმნა მობილური იურიდიული დახმარების ოფისი - ,,იურიდიული დახმარება თქვენთვის სასურველ ადგილას“;
• იურიდიული კონსულტაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივ მისაღებში გახდა ხელმისაწვდომი;
• ამოქმედდა იურიდიული დახმარების 3 ახალი ცენტრი;
• გაიზარდა სამსახურის მანდატი დისციპლინური და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში;
• შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭო;
• ჩატარებული კვლევის შესაბამისად, გამოკითხულთა 73.7%-მა სრული ნდობა გამოუცხადა იურიდიული დახმარების სამსახურს;
• ჩატარებული კვლევის შესაბამისად, გამოკითხულთა 73.6%-მა სრული კმაყოფილება გამოთქვა მიღებული სერვისის თაობაზე;
• სამსახური აღიარებული იქნა ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე და საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ საჯარო დაწესებულებად;
• სამსახურის ინიციატივით, გაეროს ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ (UNODC) მიიღო პირველი გლობალური ხასიათის რეზოლუცია სისხლის სამართლის საქმეებზე უფასო იურიდიული დახმარების
უზრუნველყოფის შესახებ;
• არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმდა მემორანდუმი უფასო იურიდიული დახმარების რეფერალური სისტემის ჩამოყალიბების თაობაზე.
|