|
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობა და ხარისხის გაუმჯობესება პენიტენციურ სისტემაში სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული რეფორმების შედეგად, შესაძლებელი გახდა პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება.
ამ მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა,კერძოდ:
აქტიურად მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება. ამით მიიღწევა სწორი და დროული დიაგნოსტირება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაავადებათა პრევენციასა და ეფექტურ მკურნალობას, ასევე ტუბერკულოზთან ბრძოლას პენიტენციურ სისტემაში.
მნიშვნელოვანია, რომ ანტიტუბერკულოზური პროგრამა წარმოადგენს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ნაწილს და სრულად არის მასთან ინტეგრირებული. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ექსპლუატაციაში შევა ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა ახალი სამკურნალო კორპუსი, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროებას.
სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მთელ რიგ საკითხებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2010 წელს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით ჩვენი სამედიცინო დეპარტამენტი განახორციელებს კონკრეტულ რეფორმებს, რათა პენიტენციური სისტემის ჯანდაცვა სრულად გაუთანაბრდეს სამოქალაქო სექტორის ჯანდაცვას.
• სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგია
• ტუბერკულოზთან ბრძოლის სტრატეგია
• სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის პოლიტიკის განმახორციელებელი სუბიექტები
• სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო პერსონალი
• ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება
• სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებები
• სასჯელაღსრულების სისტემის პირველადი ჯანდაცვის ობიექტები
• სამედიცინო ბარათი
საქართველოს პენიტენციური ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხა
სამედიცინო სერვისები
|