სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ძირითადი მიზანია ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის შექმნა.
აღნიშნული რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის განვითარება.
რეფორმის მიზანს წარმოადგენს, არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის სპეციალური მიდგომის შემუშავება, რომელიც განსხვავებული იქნება იმ მიდგომისგან, რაც სრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებაში გამოიყენება.
აღნიშნული განსაკუთრებული მიდგომა მიზნად ისახავს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას, რესოციალიზაციასა და მათ საზოგადოებაში სრულყოფილ წევრებად დაბრუნებას.
ეს არის ჩვენი მიდგომის მთავარი პრინციპები, რომლებიც პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებაში გამოიყენება.