Get Flash to see this player.

  
სამინისტროს შესახებმინისტრიმოადგილეებისამინისტროს დებულებასამინისტროს სტრუქტურადეპარტამენტებიდაქვემდებარებული უწყებები
საიტის რუკაახალი ამბებიბრიფინგი
ხშირად დასმული კითხვებიპენიტენციური სისტემის მაღაზიების პროდუქციაბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ყოველკვირეული კვების რაციონისამართლებრივი აქტებიპუბლიკაციებისაინფორმაციო ბროშურებიანგარიშებიშეკითხვის დასმაბმულები
 
 
თქვენ იმყოფებით:  სამინისტრო დეპარტამენტები საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

 
ძირითადი ფუნქციები

• სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა, მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება,

• პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და განვითარება;

• სამინისტროს ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

• სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;

• სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების, სამინისტროს ინტერნეტმომწოდებლებთან ურთიერთობა და ინტერნეტთან წვდომის ხარისხის კონტროლი;

• ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი, ურთიერთკავშირი და გამართულად ფუნქციონირება.


დებულება



პროექტები



პროექტი: საზოგადოებრივი მისაღები
სტატუსი: დასრულებული
ტექნოლოგიები: .NET WPF, MS SQL Server

საზოგადოებრივი მისაღების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ხორციელდება პენიტენციურ სისტემაში პაემნებისა და შეხვედრების დაგეგმვა, ასევე ამანათების აღრიცხვა. მოქმედებს პაემნების დაგეგმვის ონლაინ სერვისი. მისი საშუალებით მსჯავრდებულთა ნათესავებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ პაემანზე განაცხადის შეტანა, ხოლო დაგეგმილი პაემნის ზუსტი თარიღი და დრო ეცნობებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. შესაძლებელია ამომწურავი სტატისტიკური ინფორმაციის მიღება საზოგადოებრივ მისაღებებში განხორციელებული პაემნებისა და შეხვედრების შესახებ.


პროექტი: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის რეესტრი
სტატუსი: დასრულებული
ტექნოლოგიები: ASP.NET, MS SQL Server

რეესტრის საშუალებით ხდება ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისათვის გამოყოფილი ვაკანსიების აღრიცხვა რეგიონების მიხედვით. ბრალდებულზე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მისჯის შემთხვევაში, რეესტრში ხდება აღნიშნული ფაქტის რეგისტრაცია მისჯილი საათების მითითებით. სისტემას გააჩნია ამომწურავი სტატისტიკური ინფორმაციის გენერირების საშუალება.




პროექტი: შიდსით და C ჰეპატიტით დაავადებულთა მონაცემთა ბაზა
სტატუსი: დასრულებული
ტექნოლოგიები: ASP.NET, MS SQL Server

შიდსით და C ჰეპატიტით დაავადებულ მსჯავრდებულთა აღრიცხვა. გარდა პირადი მონაცემებისა, ფიქსირდება ჩატარებული მკურნალობა და სპეციფიკური გამოკვლევები.




პროექტი: მონიტორინგი და საშვები
სტატუსი: დასრულებული
ტექნოლოგიები: ASP.NET, jQuery, MS SQL Server

პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს სამინისტროს კორპორატიულ ვებ-პორტალს. იგი შეიქმნა სამინისტროს თანამშრომელთა ადმინისტრაციული შენობიდან გასვლის ელექტრონულად დაფიქსირებისათვის და სტუმრებზე საშვების დაშვება/გაცემის მონიტორინგის მიზნით. ამჟამად, გარდა ცენტრალური აპარატისა, გამოიყენება პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სად-ის მიერ.


პროექტი: ტურნიკეტი
სტატუსი: დასრულებული
ტექნოლოგიები: ASP.NET, MS SQL Server

სამინისტროს თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე ყოფნის კონტროლი.


პროექტი: ელექტრონული არქივი
სტატუსი: დასრულებული
ტექნოლოგიები: .NET, MS SQL Server

ელექტრონული არქივის საშუალებით ხდება სამინისტროში მატერიალური სახით არსებული კორესპოდენციის ელექტრონული ვერსიის შექმნა, რაც საშუალებას იძლევა მოძიებულ იქნას კორესპოდენცია უმოკლეს ვადაში, ხოლო დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია ინფორმაციის უმოკლეს დროში აღდგენა.


პროექტი: ჰელფ დესკი
სტატუსი: დასრულებული
ტექნოლოგიები: ASP.NET, jQuery ,MS SQL Server

IT პრობლემათა ონლაინ დაფიქსირების საშუალება სამინისტროს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთათვის. პროგრამული უზრუნველყოფა ინტეგრირებულია კორპორატიულ ვებ-პორტალში.


პროექტი: ელექტრონული სამედიცინო ისტორია
სტატუსი: მიმდინარე
ტექნოლოგიები: ASP.NET, jQuery ,MS SQL Server

ელექტრონული სამედიცინო ისტორიის პროგრამულ უზრუნველყოფაში ფიქსირდება ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე პენიტენციურ სისტემაში თუ მის გარეთ გაწეული ნებისმიერი სამედიცინო დახმარება. დაავადებათა და გამოკვლევათა კლასიფიცირებისათვის გამოყენებულია თანამედროვე საერთაშორისო კლასიფიკაციის სისტემები ICD10, ICPC2, NCSP. პროექტის დასრულებისა და დანერგვის შემდეგ შესაძლებელი იქნება სრული სტატისტიკური ინფორმაციის მიღება პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

 
© 2011. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. ყველა უფლება დაცულია