|
სოზარ სუბარი
დაბადების თარიღი: 1964 წლის 4 ნოემბერი.
1985 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, სპეციალობა: ეთნოგრაფია.
1995 წ. თბილისის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1981-1982 და 1988 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი.
1987 წ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილება.
1989 წ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხელდასხმით გახდა იპოდიაკონი და მსახურობდა დავით-გარეჯის მონასტერში მედავითნედ.
1989-1991 წწ. დმანისის რაიონის სოფ. ბოსლების საჯაროსკოლის დირექტორი.
1989-1991 წწ. მედავითნედ მსახურობდა დმანისში, დმანისის სიონის ტაძარში.
1991-1995 წწ. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობისტაძარი, თბილისი.
1993 წ. მონაწილეობდა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები.
1995-1996 წწ. გაზეთი ”კავკასიონის” კორესპონდენტი.
1996-2000 წწ. გაზეთი ”კავკასიონის” რედაქტორი.
1996-2003 წწ.”რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპის” კორესპონდენტი.
1998-2001 წწ. ლონდონის ომისადა მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის კორესპონდენტი.
2002 წ. კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი.
2003-2004 წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი პროექტის - კანონის უზენაესობის - დირექტორი.
2004-2009 წწ. საქართველოს სახალხო დამცველი.
2009 წ. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
უცხო ენები: რუსული და ინგლისური.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.
|