Get Flash to see this player.

  
სამინისტროს შესახებმინისტრიმოადგილეებისამინისტროს დებულებასამინისტროს სტრუქტურადეპარტამენტებიდაქვემდებარებული უწყებები
საიტის რუკაახალი ამბებიბრიფინგი
ხშირად დასმული კითხვებიპენიტენციური სისტემის მაღაზიების პროდუქციაბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ყოველკვირეული კვების რაციონისამართლებრივი აქტებიპუბლიკაციებისაინფორმაციო ბროშურებიანგარიშებიშეკითხვის დასმაბმულები
 
 
თქვენ იმყოფებით:  რეფორმები პრობაცია

პრობაცია

 
 
2011 წელს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები
 

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფუნდამენტური რეფორმა, რომლის მიზანია: პრობაციის სისტემის გაძლიერება, არასაპატიმრო სასჯელების ეფექტური გამოყენებისა და  პრობაციონერების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობის გზით.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ეფექტურობის ამაღლებისა და შესაბამისი სამუშაო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, გარემონტდა და სათანადოდ აღიჭურვა რეგიონალური ოფისები.

პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ფუნქციონირებს რეგიონალურ ბიუროებთან დაკავშირებული მონაცემთა ცენტრალიზებული, ელექტრონული  ბაზა. ამასთანავე, იგი ინტეგრირებულია საქართველოს სამთავრობო ქსელში (GGN), რაც ხელს უწყობს პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებულ მუშაობას.

სისტემაში დანერგილია დაქტილოსკოპიური კონტროლის თანამედროვე მექანიზმი, რომლის ამოქმედებამ პრობაციის ოფიცრებს საშუალება მისცა, მეტი დრო დაუთმონ პირობით მსჯავრდებულებისათვის ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებას.

დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, პრობაციის სისტემაში წარმატებით დაინერგა რისკისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგია, რომელიც მიმართულია დანაშაულის პრევენციისკენ. პრობაციის ოფიცრები, მსჯავრდებულთან  გასაუბრებისა და სხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციების გაანალიზების გზით, აფასებენ  დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს და შესაბამისად, ინდივიდუალურად უდგენენ სასჯელის მოხდის გეგმას.

სააგენტოს ყველა თანამდებობრივი პოზიციისათვის შემუშავდა სამუშაო აღწერილობა და განისაზღვრა ფუნქციები.  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სისტემატიურად ტარდება ტრენინგები.

პრობაციის ბიუროებში მუშაობენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგი, რომლებიც ინდივიდუალური გასაუბრებით ახდენენ არასრულწლოვან პრობაციონერების პრობლემათა იდენტიფიცირებას და გამოკვეთილ საჭიროებებიდან გამომდინარე აკავშირებენ მათ შესაბამის სერვისებთან.

2011 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად  საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახეს, ადგილსა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას განსაზღვრავს პრობაციის ეროვნული სააგენტო;
 
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილი პირების მონიტორინგის უზრუველსაყოფად დაინერგა ზედამხედველობის თანამედროვე სისტემა, რომელიც  გულისხმობს მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის გაკონტროლებას GPS ტექნოლოგიით.
 
პრობაციის ეროვნული საააგენტო ჩაება ვიდეოპაემნის ნოვაციური პროექტის განხორციელებაში, რომელიც საზოგადოებასთან მსჯავრდებულის ინტენსიური კონტაქტის შენარჩუნების მიზნით იქნა შემოღებული.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარეთ ვიდეოპაემნის ორგანიზებას, სერვისის მსურველთა რეგისტრაციასა და პროცესის კოორდინაციას უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტო.

 პრობაციის ბიუროების ხელშეწყობით დასაქმდა ასობით პრობაციონერი. დასაქმების პროგრამების მეშვეობით პრობაციონერებს უჩნდებათ მეტი მოტივაცია  პიროვნული განვითარებისაკენ. აღსანიშნავია, რომ მრავალი მათგანის დასაქმების საჭიროება გამოვლინდა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის გამოყენებით.

პრობაციონერები ჩართულნი არიან სასწავლო და ფსიქოსარეაბილიტაციო პროგრამებში, რათა მათ გაუადვილდეთ გარემოსთან შეგუება და შეძლონ ანტისოციალური ქცევის გარეშე დასახული მიზნების მიღწევა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობითა და პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით პროფესიული გადამზადება და სხვა სასწავლო კურსი გაიარა ათობით პრობაციონერმა.

პრობაციონერები აქტიურად არიან ჩაბმულნი ეკლესია–მონასტრების მშენებლობის, დასუფთავების, სკვერების გამწვანებისა და სხვა საზოგადოებისათვის სასარგებლო აქციებში.
 
© 2011. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. ყველა უფლება დაცულია