Get Flash to see this player.

  
სამინისტროს შესახებმინისტრიმოადგილეებისამინისტროს დებულებასამინისტროს სტრუქტურადეპარტამენტებიდაქვემდებარებული უწყებები
საიტის რუკაახალი ამბებიბრიფინგი
ხშირად დასმული კითხვებიპენიტენციური სისტემის მაღაზიების პროდუქციაბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ყოველკვირეული კვების რაციონისამართლებრივი აქტებიპუბლიკაციებისაინფორმაციო ბროშურებიანგარიშებიშეკითხვის დასმაბმულები
 
 
თქვენ იმყოფებით:  სასარგებლო ინფორმაცია განცხადებები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე სიხარულიძე და მახარაძე საქართველოს წინააღმდეგ 22.11.11

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე სიხარულიძე და მახარაძე საქართველოს წინააღმდეგ 22.11.11

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წლის 22 ნოემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ. ევროპული სასამართლოს წინაშე განმცხადებელი ასაჩივრებდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მუხლების დარღვევას. ევროპულმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლის საჩივრები, რომლებიც ეხებოდა სასჯელაღსრულების სისტემის, კერძოდ კი, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ფარგლებში მის დაავადების, კერძოდ ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობის ადექვატურობის საკითხს. ევროპულმა სასამართლომ განმცხადებლის სხვა პრეტენზიები დაუშვებლად გამოაცხადა.

 

განმცხადებელი ნიკოლოზ მახარაძე, რომელიც სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა-შენახვისათვის იხდიდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 2009 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა. განმცხადებელი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებამდე, 16 წლის განმავლობაში  დაავადებული იყო ფილტვის ტუბერკულოზით. სამკურნალო დაწესებულებაში შემოსვლის დროს უკვე დაავადებული იყო ფიბროკავერნოზული ტუბერკულოზის გართულებული ფორმით რღვევის ფაზაში.

 

ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემის ფარგლებში გატარდა განმცხადებლის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ, სასამართლომ უყურადღებოდ არ დატოვა ის ფაქტი, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის პერიოდში განმცხადებლს უტარდებოდა რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიმართ გაწეული მკურნალობა კონკრეტულ პირობებში არ იყო დროული და ადექვატური, რაც გამოწვეული იყო, მათ შორის, ქვეყანაში არსებული მედიკამენტების ნაკლებობითა და მულტი-რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის იმ დროისათვის პროგრამის არ არსებობით. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა (სიცოცხლის უფლება). გარდა ამისა, ევროპული სასამართლოს მითითების მიუხედავად, განმცხადებლის დატოვება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში წარმოადგენდა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევას. 

 

განმცხადებელს სასჯელაღსრულების სისტემაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ტუბერკულოზი მგბ(+) დადებითი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში იმ პერიოდში არ წარმოებდა მულტი-რეზისტენტული ტებერკულოზის მკურნალობის პროგრამა, 2006 წლის 4 აპრილიდან ის ჩაერთო DOTS პროგრამის ფარგლებში დანერგილი  მკურნალობის კურსში, რომელიც მოიცავს ანტიტუბერკულოზური მკურნალობის კურსს პირველი რიგის ტუბ.საწინააღმდეგო პრეპარატებით. DOTS პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მკურნალობა იმ პერიოდისათვის  ანტიტუბერკულოზური მკურნალობის ის ერთადერთი მეთოდი იყო, რომელიც 2006-2007 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო დანერგილი, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებებში. მულტი-რეზისტენტული ტუბერკულოზის შესაბამისი სქემის მიხედვით II რიგის ტუბ.საწინააღმდეგო პრეპარატებით (DOTS+ პროგრამა) მკურნალობა განმცხადებელს დაეწყო 2008 წლის 22 ივნისს.

 

აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის სისტემა (DOTS+  პროგრამა) ეტაპობრივად დაინერგა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში. შესაბამისად, დღეისათვის, აღნიშნული პრობლემა მთლიანად მოხსნილია დღის წესრიგიდან.

 
© 2011. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. ყველა უფლება დაცულია