|
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიუდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საქვეუწყებო დეპარტამენტს. დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის ცენტრალური აპარატი და სასჯელაღსრულების დაწესებულებები. სასჯელაღსრულების დაწესებულებები კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის, კერძოდ:
• პატიმრობის დაწესებულებები;
• თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები - დახურული ტიპის, ნახვერად ღია ტიპის, ქალთა სპეციალური და არასრულწლოვანთა სპეციალური;
• სამკურნალო დაწესებულებები;
სასჯელაღსრულების სისტემაში დღესდღეობით არის 17 სხვადასხვა ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულება, მათ შორის 2 სამკურნალო, 1 არასრულწლოვანთა სპეციალური და 1 ქალთა სპეციალური დაწესებულება. დაწესებულებების უმრავლესობა წარმოადგენს შერეული ტიპის დაწესებულებებს, რომლებიც განლაგებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. უმეტესობა დაწესებულებების - 13 დაწესებულება განთავსებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 4 დაწესებულება დასავლეთ საქართველოში.
სასჯელაღსრულების დეტარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს, მის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების მეშვეობით, აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობის და სასჯელის სახით - ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის აღსრულება.
დებულება
|