Get Flash to see this player.

  
სამინისტროს შესახებმინისტრიმოადგილეებისამინისტროს დებულებასამინისტროს სტრუქტურადეპარტამენტებიდაქვემდებარებული უწყებები
საიტის რუკაახალი ამბებიბრიფინგი
ხშირად დასმული კითხვებიპენიტენციური სისტემის მაღაზიების პროდუქციაბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ყოველკვირეული კვების რაციონისამართლებრივი აქტებიპუბლიკაციებისაინფორმაციო ბროშურებიანგარიშებიშეკითხვის დასმაბმულები
 
 
თქვენ იმყოფებით:  რეფორმები სასჯელაღსრულება

სასჯელაღსრულება

 

 

 

 




პენიტენციური სისტემა



ხანგრძლივი პაემანი


მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და ახლო ნათესავებთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით 2011 წელს დაინერგა დამატებითი პაემანი - ხანგრძლივი პაემანი.


ამ ეტაპზე ხანგრძლივი პაემანი სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში უკვე ამოქმედდა. კერძოდ, № 6 პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის, № 11 არასრულწლოვანთა სპეციალურ, №14 გეგუთის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის, №16 რუსთავის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის და №17 რუსთავის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. 


კანონის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს 24 საათის ხანგრძლივობით იცხოვროს შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან, მშვილებელთან, დასთან და ძმასთან ერთად.


ყველა მსჯავრდებულს, რომელზეც გრძელვადიანი პაემანი ვრცელდება, უფლება აქვს ისარგებლოს 24 საათიანი პაემნით წელიწადში ორჯერ და დამატებით ორი პაემნით წახალისების მიზნით.


არასრულწლოვანი მსჯავრდებულები კი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობენ წელიწადში სამჯერ, ხოლო დამატებით ორი პაემნით წახალისების მიზნით.


ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილ სამვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების შესაბამის შენობაში მსჯავრდებულისა და მისი სტუმრის კომფორტისთვის ყოველგვარი პირობა არსებობს. დაცულია სისუფთავე, არსებობს სამჯერადი კვება და მაღაზიით სარგებლობის სერვისი როგორც მსჯავრდებულისთვის, ასევე ვიზიტორისთვის.


მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივი პაემნის დროს, ვიზიტორთან ერთად შესაძლებელია არასრულწლოვანი შვილის შეყვანა, რომლისთვისაც უზრუნველყოფილია დამატებითი საწოლი და სათამაშოები. მოწყობილია ინდივიდუალური ეზოები.


ხანგრძლივი პაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა 2012 წლის 1 ივნისამდე ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში აშენდება.
 
 
 


ვიდეოპაემანი
 
მსჯავრდებულის რეაბილიტაციისა და საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მისი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით 2011 წელს პენიტენციურ სისტემაში დაინერგა ნოვაციური რეფორმა - ვიდეოპაემანი (დამატებითი პაემანი).
 
ვიდეოპაემანი არის საშუალება, რომლითაც მსჯავრდებულს ვიდეოტექნიკის მეშვეობით შეუძლია კონტაქტი იქონიოს პირთა შეუზღუდავ წრესთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს მსჯავრდებულის თანხმობის საფუძველზე მასთან შეხვედრის საშუალება ეძლევა.
 
აღნიშნული პროექტი უკვე ხორციელდება არასრულწლოვანთა №11,  ქსნის №15, რუსთავის №16, ქუთაისის №2 და რუსთავის №17 დაწესებულებებში.
 
ვიდეოპამნის განხორციელება პრობაციის რეგიონალურ ბიუროებში დამონტაჟებული სპეციალური მაღალტექნოლოგიური აპარატურითაა შესაძლებელი.
 
აღსანიშნავია, რომ ვიდეოპაემნის შემთხვევაში აღარ არის საჭირო სასჯელაღსრულების კონკრეტულ დაწესებულებაში მისვლა, რადგან კავშირი დისტანციურია და ამგვარად, მოხსნილია მგზავრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი.
 
 



საზოგადოებრივი მისაღები

მსჯავრდებულის ოჯახის წევრების, უფლებების დამცველისა და სხვა პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან მარტივი ურთიერთობისა და მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით 2012 წელს შეიქმნა საზოგადოებრვი მისაღები.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო პენიტენციური სისტემის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივ მისაღებს  ხალხის სამსახურში   პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ყველა  დაწესებულებისთვის ქმნის.

ეს არის სერვისზე ორიენტირებული რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მაღალკვალიფიციური საზოგადოებრივი კონსულტანტი  პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მისულ მოქალაქეს  კონსულტაციას უწევს კომპეტენციის ფარგლებში.
 
ვრცლად




პენიტენციური ჯანდაცვის სერვისი


სამინისტროს უმნივნელოვანეს პრიორიტეტად რჩება პენიტენციურ ჯანდაცვის ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაზრდა. სწორედ ამიტომ 2011 წელს პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის რეფორმირების მიზნით, სასჯელაღსრულების №6 და №8 დაწესებულებებში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის მოდელის პილოტირება, რომელიც სახელმწიფო სტანდარტებს და საერთაშორისო ექსპერტთა რეკომენდაციებს ეფუძნება.


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ტუბერკულოზის დროულად გამოვლენის, გავრცელების, პრევენციის და ეფექტური მკურნალობის ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან.


ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამიდან სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში მიმაგრებულია თითო სპეციალისტი ტუბერკულოზური დაავადების ადრეული გამოვლენის, გადამდები ფორმების სეპარაციის, დიაგნოსტირებისა და შემდგომი კვალიფიციური მკურნალობისთვის, რაც ტუბერკულოზის კონტროლის ყველაზე ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს და თავის მხრივ, საუკეთესო პრევენციული ღონისძიებებია.


დაავადების გავრცელების, პრევენციის და ეფექტური მკურნალობისთვის პენიტენციურ სისტემაში ინსტრუმენტალურ როლს შეასრულებს ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა ახალი დაწესებულება, რომელიც ქსანში სამედიცინო სტანდარტების გათვალისწინებიშენდება.


 
განხორციელდა მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ლიცენზირება. მიმდინარეობს დაწესებულებებში არსებული აფთიაქების ლიცენზირება.
 
 
 
 

პროფესიული განათლება


მსჯავრდებულთა განათლების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
 
პენიტენციურ სისტემაში პროფესიული განათლება დაინერგა.
 
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გააფორმა მემორანდუმები სხავადასხვა უნივერსიტეტებთან, რომელთა ფარგლებშიც მოხდა საგანმანათლებლო კონცეფციის შემუშავება და სასწავლო პროგრამების შექმნა. უნივერსიტეტების პროფესორები მსჯავრდებულებს შეასწავლიან ბუღალტერიას, ბიზნეს-მენეჯმენტს, კომპიუტერს და ინგლისურ ენას. ასევე შეიქმნება სახელობო კურსები, სადაც მსჯავრდებულები სხვადასხვა ხელობის (მშენებელი, მღებავი, ელექტრიკოსი, მეფილე-მომპირკეთებელი) დაუფლებას შეძლებენ. მსჯავრდებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მათი დასაქმებისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ. ასევე, თითოეულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულია ბიბლიოთეკა მსჯავრდებულთათვის.
 
უკვე ფუნქციონირებს სამი საგანმანათლებლო სახლი რუსთავის №16, გეგუთის №14 და ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

პროფესიული განათლების მიღების საშუალება ასევე აქვთ ქალ მსჯავრდებულებს.
5 დაწესებულებაში შეიქმნა სპეციალური ინფრასტრუქტურა სადაც მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიასა და ხელობას.
 
სხვა კურსებთან ერთად, ქსნის საგანმანათლებლო სახლში ახალი, თაბაშირის ფილებზე მუშაობის კურსია დანერგილი. აღნიშნული სწავლების განხორციელებაში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გერმანულ კომპანია Knauf - თან თანამშრომლობს.

პენიტენციურ სისტემაში აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად, ნორლაგმა კიდევ ერთი საგანმანათლებლო სახლი ააშენა რუსთავის №17 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ახალი სასწავლო წლიდან, ასევე ამოქმედდება თბილისის № 9 დაწესებულების საგანმანათლებლო სახლი.

 
 
 
სარეაბილიტაციო პროგრამები


2011 წელს ქსნის №15, რუსთავის №16 და თბილისის №12 დაწესებულებებში ხორციელდება მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამები.


ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მსჯავრდებულებთან მუშაობას გათავისუფლებამდე 4-6 თვით ადრე იწყებენ და მათ სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.


პროგრამის ფარგლებში, ფსიქორეაბილიტაციის გარდა, მსჯავრდებულები დახმარებას იღებენ გათავისუფლების შემდეგ ოჯახთან ურთიერთობის, განათლების მიღების, დასაქმების და პირადი დოკუმენტების მოწესრიგების კუთხით.


ქალთა დაწესებულებაში დანერგილი ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურის ინოვაციური პროექტის ფარგლებში წინასწარ პატიმრობაში მყოფი ქალების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის და გაუმჯობესების მიზნით დაწესებულებაში ფსიქოლოგები, კლინიკური სოციალური მუშაკები და ფსიქიატრები მუშაობენ.


სპეციალისტები ბრალდებულ ქალებს მათთვის საჭირო კონსულტაციას და პირველად დახმარებას უწევენ.


ყველა დაწესებულებაში ფუნქციონირებს მცირე საწარმო, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი და შესაბამის ანაზღაურებას იღებენ. მაგალითად, ქსნის №15 დაწესებულებაში მოქმედ პურის ქარხანაში გამომცხვარი პურით ყოველ დილით რამდენიმე დაწესებულება მარაგდება.


რუსთავის №17 დაწესებულებაში მდებარე სახელოსნოში, სადაც მსჯავრდებულები აქამდე ხეზე კვეთას და ხატწერას სწავლობდნენ, მინანქრის დასამზადებელი ღუმელი დამონტაჟდა.


მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ მინანქრის დამზადება,რაც სასჯელის მოხდის პერიოდში მათთვის კიდევ ერთი ანაზღაურებადი დასაქმების წყარო გახდება.


 


ზუნვა არასრულწლოვნებზე


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმის შედეგად კანონთან კონფლიქტში მყოფ მსჯავრდებულ ბავშვს უფრო მეტი შანსი აქვს ისარგებლოს ინდივიდუალური დახმარებითა და რეაბილიტაციით, მიიღოს შესაბამისი განათლება და შეძლოს ნორმალური განვითარება.


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმების შედეგად თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გაუმჯობესდა სასწავლო და საცხოვრებლი პირობები ბავშვებისთვის.


დაინერგა სხვადასხვა სახის სახელობო კურსები, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დაეუფლონ ცოდნას და შეიმუშაონ უნარები, რათა უკეთ იყვნენ მომზადებულნი საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის.


არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში დაინერგა რაგბის გაკვეთილები, რის შედეგადაც ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესს და გუნდურობას სწავლობენ.


რეფორმის ძირითად მიღწევებს შორისაა გაუმჯობესებული კანონმდებლობა და პოლიტიკა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებით; კვალიფიციური პერსონალი, რომელსაც კარგად ესმის ბავშვის უფლებები და მასთან მუშაობის სპეციფიკა; სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა, როცა გათვალისწინებულია თითოეული ბავშვის საჭიროებები და სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და სპეციალურად მომზადებული პრობაციის ოფიცრების დახმარება.
 
2012 წლიდან  ბრალდებულ არასრულწლოვნებთან მიმართებაში ინდივიდუალური მიდგომის მეთოდი დაინერგა . აღნიშნული მიდგომა ხელს უწობს ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის ეფექტურად ორგანიზებას, აქცენტის გაკეთებას ფსიქოლოგიური კუთხით, ჩართვას პროფესიულ კურსებში და სპორტულ აქტივობებში.



ბროშურები უფლებებზე უცხოელი მსჯავრდებულებისათვის

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ უცხო ქვეყნების მოქალაქე პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ მშობლიურ ენაზე გაეცნონ მსჯავრდებულთა უფლებებს.

ბროშურების თარგმნა ევროსაბჭოს დახმარებით განხორციელდა.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მსჯავრდებულთა უფლებები 8 ენაზე გამოიცა (ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, თურქულ,  აზერბაიჯანულ, სომხურ, ირანულ ენებზე)  და ამიერიდან ბროშურები უცხო ქვეყნის მოქალაქე ყველა პატიმარს გადაეცემა.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ მეტად მნიშვნელოვანია მსჯავრდებულისათვის მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ ბროშურების მეშვეობით სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ამ მიმართულებით უფრო ეფექტიანი იქნება.
 

 
© 2011. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. ყველა უფლება დაცულია