ქ. ზუგდიდში დღეს სამეგრელო -ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გაიხსნა. პრეზენტაციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის ოფისების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ოფისი რიგით მეექვსეა, რომელიც უმოკლეს დროში გარემონტდა და თანამედროვე დონეზე აღიჭურვა. წლის ბოლომდე ამავე სტანდარტებს დააკმაყოფილებს პრობაციის ეროვნული სამსახურის ყველა რეგიონალური ბიურო. |
|