Get Flash to see this player.

  
სამინისტროს შესახებმინისტრიმოადგილეებისამინისტროს დებულებასამინისტროს სტრუქტურადეპარტამენტებიდაქვემდებარებული უწყებები
საიტის რუკაახალი ამბებიბრიფინგი
ხშირად დასმული კითხვებიპენიტენციური სისტემის მაღაზიების პროდუქციაბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ყოველკვირეული კვების რაციონისამართლებრივი აქტებიპუბლიკაციებისაინფორმაციო ბროშურებიანგარიშებიშეკითხვის დასმაბმულები
 
 
თქვენ იმყოფებით:  მთავარი მენიუ სასარგებლო ინფორმაცია

მემორანდუმი ”საქართველოს ფოსტასთან”

 

პენიტენციურ სისტემაში დამატებითი სერვისი ინერგება.


ამიერიდან, მსჯავრდებულის და ბრალდებულის ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ დაწესებულებებში გზავნილები საქართველოს ფოსტის მეშვეობით ნებისმიერი რეგიონიდან სპეციალურ, შეღავათიან ფასად გაგზავნონ.


 

პროექტი განხორციელდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, რომელსაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და ”საქართველოს ფოსტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ბაინდურაშვილმა მოაწერეს ხელი.


 

ახალი სერვისის ამოქმედების შედეგად, გამარტივდება ამანათის გაგზავნის პროცედურები, რაც ასევე ფინანსურ შეღავათს გაუწევს მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს.


 

ნებადართული ნივთების ჩამონათვალი, რომლის გაგზავნაც ფოსტით იქნება შესაძლებელი, საქართველოს ფოსტის ყველა ობიექტში განთავსდება.


 

 

სოციალური პროექტის მეორე ეტაპზე დაინერგება მოკლე ტექსტური შეტყობინების სისტემა, რომელიც ამანათის ადრესატამდე მისვლისთანავე გამგზავნს შესაბამის ინფორმაციას აცნობებს.


 

 

დაწესებულებებში ამანათების შეტანის არსებულ მომსახურებასთან ერთად, დამატებითი სერვისი სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში იმოქმედებს.



Get Flash to see this player.


 
© 2011. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. ყველა უფლება დაცულია