Get Flash to see this player.

  
სამინისტროს შესახებმინისტრიმოადგილეებისამინისტროს დებულებასამინისტროს სტრუქტურადეპარტამენტებიდაქვემდებარებული უწყებები
საიტის რუკაახალი ამბებიბრიფინგი
ხშირად დასმული კითხვებიპენიტენციური სისტემის მაღაზიების პროდუქციაბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ყოველკვირეული კვების რაციონისამართლებრივი აქტებიპუბლიკაციებისაინფორმაციო ბროშურებიანგარიშებიშეკითხვის დასმაბმულები
 
 
თქვენ იმყოფებით:  პაემანი მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი

მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი

 
პატიმრობის კოდექსის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, მსჯავრდებულთა ინტერესების გათვალისწინებით 2011 წელს კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მსჯავრდებულს შესაძლებლობა მისცა ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით.
 
ხანგრძლივი პაემნებისათვის განკუთვნილი სამვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების შესაბამის შენობაში მსჯავრდებულისა და მისი სტუმრის კომფორტისათვის ყოველგვარი პირობაა შექმნილი. დაცულია სისუფთავე, არსებობს მაღაზიით სარგებლობის სერვისი, ასევე სამჯერადი კვება, როგორც მსჯავრდებულის ასევე ვიზიტორისათვის.
 
ხანგრძლივი პაემანი შესაძლებლობას აძლევს მსჯავრდებულს შეიგრძნოს ოჯახური გარემო, სითბო და სიმყუდროვე, რაც ხელს უწყობს მის რესოციალიზაციას.

პროცედურული საკითხები:
 
• მსჯავრდებულს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შეუძლია ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნით შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან, მშვილებელთან, დასთან და ძმასთან, მსჯავრდებულის ან დასახელებული პირების ხარჯით;
 
• ხანგრძლივი პაემნის დასანიშნად მსჯავრდებულმა დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით უნდა მიმართოს 2 კვირით ადრე;
 
• ხანგრძლივი პაემნის დანიშვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნეს სერვისის საფასურის გადახდის ქვითარი და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 
• ხანგრძლივი პაემნის საფასური შეადგენს 60 ლარს, რომლის გადახდაც ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით;

 
• ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალურად - ხანგრძლივი პაემნებისათვის გამოყოფილ პაემნის ოთახში, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს;
 
• მსჯავრდებულთან ერთად ხანგრძლივ პაემანზე დაიშვება მხოლოდ ერთი სრულწლოვანი პირი რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ერთი არასრულწლოვანი პირი;
 
• ხანგრძლივი პაემანით სარგებლობის უფლება არ ეძლევა იმ მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.
 
• მსჯავრდებულს უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
 
• არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს წელიწადში 3 ხანგრძლივი პაემნით, ხოლო წახალისების ფორმით - წელიწადში 2 დამატებით ხანგრძლივი პაემნით.
 
© 2011. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. ყველა უფლება დაცულია