|
• საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
• სამედიცინო დეპარტამენტი - 2009 წლის 29 ოქტომბრის # 732 ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
ბ) სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული პირებისათვის ამბულატორიული და სტაციონარული დახმარების გაწევის ორგანიზება და კონტროლი;
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობისა და სისტემაში განთავსებულ პირთა კვების კონტროლი;
ე) სასჯელაღსრულების დაწესებულებების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საქონლით უზრუნველყოფა და მათი ხარჯვის კონტროლი;
ვ) ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულ პირთა შესაბამისი გამოკვლევების, სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების, მკურნალობისა და დაავადებულ პირთა დროული ჰოსპიტალიზაციის ორგანიზება და კონტროლი.
|