|
• ნებისმიერი დაინტერესებული პირი სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კონკურსის, ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევისა და სტაჟირების გავლის მეშვეობით.
• კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
• ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი ინიშნება ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მისი დადებითად შეფასების შემთხვევაში, იგი ინიშნება თანამდებობაზე.
• სტაჟიორთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ატარებს მინისტრის მიერ შექმნილი სტაჟირების კომისია. მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნის თაობაზე.
ვაკანსია
სტაჟირება
კონკურსი
|