|
ძირითადი ფუნქციები
• სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან;
• სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საქართველოში არსებულ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
• ზემოხსენებულ სუბიექტებთან საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობის ხელშეკრულებების და მემორანდუმების გაფორმების ორგანიზება და სტრატეგიულ-კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
• საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პენიტენციურ სისტემაში განსახორციელებლად წარმოდგენილი პროექტების შესწავლა და მათი განხორცილების მიზანშეწონილობის განსაზღვრა;
• სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;
• სამინიტროს ოფიციალური შეხვედრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება/მომზადება-გამართვა;
• მინისტრის საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია;
|