|
ძირითადი ფუნქციები
• კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
• სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების , მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირება;
• კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობისა და მისი კოორდინაციის უზრუნველყოფა, ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
• სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
• სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა;
• სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
დებულება
|