Get Flash to see this player.

  
სამინისტროს შესახებმინისტრიმოადგილეებისამინისტროს დებულებასამინისტროს სტრუქტურადეპარტამენტებიდაქვემდებარებული უწყებები
საიტის რუკაახალი ამბებიბრიფინგი
ხშირად დასმული კითხვებიპენიტენციური სისტემის მაღაზიების პროდუქციაბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ყოველკვირეული კვების რაციონისამართლებრივი აქტებიპუბლიკაციებისაინფორმაციო ბროშურებიანგარიშებიშეკითხვის დასმაბმულები
 
 
თქვენ იმყოფებით:  სასარგებლო ინფორმაცია ბრიფინგი ბრიფინგი

ბრიფინგი

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მედიას შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.

 

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმები, ხანგრძლივი პაემნისა და ვიდეოპაემნის დანერგვა, პროფესიული განათლების მიღებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა; ინფრასტრუქტურული განვითარება, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და სხვა. ხათუნა კალმახელიძის თქმით, მიმდინარე წელს ხორციელდება:

 

· პირველადი ჯანდაცვის მოდელის პილოტირება;

 

· მიმდინარეობს ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულების მშენებლობა;

 

· სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრიდან მიმაგრებულია თანამშრომელი დაავადების უწყვეტი სკრინინგის მიზნით;

 

· 4 დაწესებულებაში ამოქმედდა ხანგრძლივი პაემანი, სხვა, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა;

 

· 2 დაწესებულებაში ამოქმედდა ვიდეოპაემანი;

 

· პროფესიული განათლების დანერგვასთან დაკავშირებით დაიწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა;

 

· ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი პროექტის ნაწილობრივი დაფინანსებისთვის შეღავათიანი კრედიტი დაამტკიცა. პროექტი ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების აშენებას ითვალისწინებს;

 

· დაინერგა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;

 

· ძველ დაწესებულებებში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა;

 

· სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაინერგა სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროექტები, მათ შორის მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამა;

 
· გაძლიერდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისები.
 
 
 
 
 

 

 
© 2011. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. ყველა უფლება დაცულია