საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო პენიტენციური სისტემის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივ მისაღებს ხალხის სამსახურში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ყველა დაწესებულებისთვის ქმნის.
ეს არის სერვისზე ორიენტირებული რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მაღალკვალიფიციური საზოგადოებრივი კონსულტანტი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მისულ მოქალაქეს კონსულტაციას უწევს კომპეტენციის ფარგლებში.
ეს არის საზოგადოებაზე ორიენტირებული რეფორმა, რადგან შესაძლებელი იქნება კონსულტაციის გაწევა დისტანციურადაც, რაც დაინტერესებულ პირს მგზავრობასთან დაკავშირებულ დისკომფორტს მოუხსნის.
საზოგადოებრივი მისაღები სასჯელაღსრულების გლდანის №8 და №18, ქსნის №15 და №19 დაწესებულებებთან მოქმედებს.
ხალხისთვის შექმნილია კომფორტული გარემო, გამარტივებულია პროცედურული საკითხები, დანერგილია სწრაფი, სრულყოფილი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი.
საზოგადოებრივ მისაღებში შესაძლებელია: მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, დანიშნულ პაემანზე რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება, განცხადების ჩაბარება.
დამატებითი სერვისის სახით ვიზიტორებისათვის საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი, საბავშვო კუთხე და უფასო იურიდიული კონსულტაციაა გათვალისწინებული.
ადგილზე მომსახურების გარდა, მოქალაქეთათვის ინფორმაციაზე მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, იარსებებს ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციების სისტემა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში საზოგადოებრივი მისაღები ეტაპობრივად სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება.

საზოგადოებრივი მისაღები თქვენს სამსახურში

პაემანი

პატიმრის უფლებები

სამედიცინო სერვისები

ვიზიტის წესი