Get Flash to see this player.

  
სამინისტროს შესახებმინისტრიმოადგილეებისამინისტროს დებულებასამინისტროს სტრუქტურადეპარტამენტებიდაქვემდებარებული უწყებები
საიტის რუკაახალი ამბებიბრიფინგი
ხშირად დასმული კითხვებიპენიტენციური სისტემის მაღაზიების პროდუქციაბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ყოველკვირეული კვების რაციონისამართლებრივი აქტებიპუბლიკაციებისაინფორმაციო ბროშურებიანგარიშებიშეკითხვის დასმაბმულები
 
 
თქვენ იმყოფებით:  სამინისტრო დაქვემდებარებული უწყებები იურიდიული დახმარების სამსახური

იურიდიული დახმარების სამსახური

 
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი, გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს.
უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როგორებიცაა :
  • უფასო იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადება, შუამდგომლობა და სხვა) შედგენა;
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის;
  • საადვოკატო მომაახურება არანებაყოფლობითი ფსქიატრული დახმარების საქმეებზე;
  • დამცველის მომსახურება ისეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე, რომელსაც შეიძლება დაპატიმრება მოჰყვეს.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით.
 
© 2011. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. ყველა უფლება დაცულია