Get Flash to see this player.

  
სამინისტროს შესახებმინისტრიმოადგილეებისამინისტროს დებულებასამინისტროს სტრუქტურადეპარტამენტებიდაქვემდებარებული უწყებები
საიტის რუკაახალი ამბებიბრიფინგი
ხშირად დასმული კითხვებიპენიტენციური სისტემის მაღაზიების პროდუქციაბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ყოველკვირეული კვების რაციონისამართლებრივი აქტებიპუბლიკაციებისაინფორმაციო ბროშურებიანგარიშებიშეკითხვის დასმაბმულები
 
 
თქვენ იმყოფებით:  სამინისტრო დაქვემდებარებული უწყებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი

 

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის მიზანია სამინისტროს სისტემაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის ხელშეწყობა, სამინისტროს სისტემაში დასაქმებული საჯარო მოხელეების, პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.


სასწავლო ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:

• სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთათვის შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება, მათი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

• სასწავლო პროგრამების მონაწილეთა ტესტირება;

• ტრენერთა ჯგუფის ჩამოყალიბება და კოორდინირება;

• ტრენერთა პერიოდული გადამზადება, როგორც მოწვეული სპეციალისტების მიერ, ასევე მომზადება და სტაჟირება საზღვარგარეთის ანალოგიურ სასწავლო ცენტრებში;

• მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის შემუშავება და გამოცემა;

• სამინისტროს სამოქმედო სფეროსათვის შექმნილი უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა;

• სასწავლო ცენტრის ბიბლიოთეკის განახლება და ფუნქციონირება;

• სამინიტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებეთან, სამინიტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა მათდამი დაქვემდებარებული პერსონალის მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამების შემუშავების მიზნით;

• ურთიერთობა და თანამშრომლობა უცხოეთში მოქმედ ანალოგიურ სასწავლო ცენტრებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

 

 

 

 

 

 

 დებულება

 
© 2011. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. ყველა უფლება დაცულია