Get Flash to see this player.

  
სამინისტროს შესახებმინისტრიმოადგილეებისამინისტროს დებულებასამინისტროს სტრუქტურადეპარტამენტებიდაქვემდებარებული უწყებები
საიტის რუკაახალი ამბებიბრიფინგი
ხშირად დასმული კითხვებიპენიტენციური სისტემის მაღაზიების პროდუქციაბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ყოველკვირეული კვების რაციონისამართლებრივი აქტებიპუბლიკაციებისაინფორმაციო ბროშურებიანგარიშებიშეკითხვის დასმაბმულები
 
 
თქვენ იმყოფებით:  თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება

 
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე პრობაციის სისტემაში სრულიად ახალი ტიპის - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება შეიქმნება.
 
ეს რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში.
 
ზემოაღნიშნული რეფორმით ქვეყანაში დაინერგება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული სტანდარტი.
 
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსდებიან ის პირები, რომლებსაც სასამართლომ შეუფარდა თავისუფლების შეზღუდვა და ის მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს მიერ, მათივე თანხმობის საფუძველზე შეეცვლებათ თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით.
 
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს არ ექნებათ შეზღუდული ერთმანეთთან ურთიერთობა და გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიის ფარგლებში.
 
ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ შაბათ-კვირას დატოვონ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება.
 
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად განთავსებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება მიღონ სააგენტოს მიერ შექმნილ სხვადასხვა პროფილის საწარმოში.
 
მსჯავრდებულები არასამუშაო დღეებში შეუზღუდავად ისარგებლებენ ხანმოკლე პაემნის უფლებით.
 
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულები გაივლიან სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო კურსებს, აქვე შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება.
 
© 2011. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. ყველა უფლება დაცულია