Get Flash to see this player.

  
სამინისტროს შესახებმინისტრიმოადგილეებისამინისტროს დებულებასამინისტროს სტრუქტურადეპარტამენტებიდაქვემდებარებული უწყებები
საიტის რუკაახალი ამბებიბრიფინგი
ხშირად დასმული კითხვებიპენიტენციური სისტემის მაღაზიების პროდუქციაბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ყოველკვირეული კვების რაციონისამართლებრივი აქტებიპუბლიკაციებისაინფორმაციო ბროშურებიანგარიშებიშეკითხვის დასმაბმულები
 
 
თქვენ იმყოფებით:  2012 წლის პრიორიტეტები

2012 წლის პრიორიტეტები

 
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის 2012 წელი იქნება რეფორმების კუთხით ყველაზე აქტიური წელიწადი.
ევროპული სტანდარტების საბოლოოდ დანერგვის მიზნით  სამინისტრომ  პრიორიტეტად აირჩია 10 ძირითადი მიმართულება:
 
1. „პირადი ექიმი ყველა პატიმარს“
 
ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის სერვისის სამოქალაქო სექტორის სტანდარტებთან გათანაბრების მიზნით ყოვლისმომცველ რეფორმებს.
 
ამისათვის სრულყოფილად დავნერგავთ პირველად ჯანდაცვას და ყველა პატიმარს ეყოლება პირადი ექიმი. გავხსნით ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებას. მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა  სრული კონტროლის ქვეშ იქნება მოყვანილი;

2. „ყველა მსჯავრდებული ახალ დაწესებულებაში“
 
 ჩვენ დავიწყებთ პატიმრობისა და შერეული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობას ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში.
შედეგად დაიხურება ყველა დანარჩენი ძველი დაწესებულება და ამგვარად, საქართველოს პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურა მთლიანად შესაბამისობაში მოვა ევროპულ სტანდარტებთან;
 
3. „დაწესებულება გისოსების გარეშე“
 
ჩვენ დავიწყებთ  თავისუფლების  შეზღუდვის  დაწესებულების მშენებლობა/მოწყობას.
 
ამით ამოქმედდება  თავისუფლების აღკვეთის კიდევ ერთი ალტერნატიული სასჯელი. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სასჯელს აგრეთვე ის მსჯავრდებულები მოიხდიან, რომლებიც ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთის შემდგომ საჭიროებენ რეაბილიტაციას, საზოგადოებაში უმტკივნეულოდ დაბრუნების მიზნით;
 
4. „საზოგადოებრივი მისაღები ხალხის სამსახურში“
 
ჩვენ ყველა დაწესებულებასთან ავამოქმედებთ საზოგადოებრივ მისაღებს - ხალხის სამსახურში.
 
შედეგად მოსახლეობას შევთავაზებთ  მრავალფეროვან სერვისს და კომფორტულ გარემოს, რითიც საგრძნობლად გავამარტივებთ ხალხის ურთიერთობას პენიტენციურ სისტემასთან;
 
5. „პროფესიული განათლება ყველა მსჯავრდებულს“
 

ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ  მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების ხელშეწყობას.
 
ამით ჩვენ ვცილობთ მათ შრომის ბაზარზე მორგებას, რათა გათავისუფლების შემდგომ გააჩნდეთ დასაქმების პერსპექტივა, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს საზოგადოებაში  მათ ადვილად ინტეგრაციას;
 
6. „ოჯახის გაძლიერების პროგრამა“
 
ჩვენ განვაგრძობთ  ხანგრძლივი პაემნის  და  ვიდეოპაემნის  ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
 
ხანგრძლივი პაემნის მეშვეობით ჩვენ ხელს ვუწყობთ  მსჯავრდებულის ოჯახის წევრთან უშუალო ურთიერთობას და შესაბამისად - ოჯახის შენარჩუნებას.  ვიდეოპაემანით  კი საშუალებას ვაძლევთ ნებისმიერ ადამიანს (როგორც ოჯახის წევრს ასევე სხვებს) დისტანციურად, ხშირად იქონიონ ურთიერთობა მსჯავრდებულთან, რაც ხელს შეუწყობს როგორც სოციალური კონტაქტების შენარჩუნებას ასევე პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას;
 
7. „ანაზღაურებადი სამსახური მსჯავრდებულთათვის“
ჩვენ განვაგრძობთ მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობას, სხვადასხვა ტიპის საწარმოების ამოქმედების ხელშეწყობით.
 
ამით მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში საშუალება ეძლევათ ანაზღაურება მიიღონ საკუთარი შრომით, რიგ შემთხვევაში დაეხმარონ საკუთარ ოჯახებს, შეისწავლონ პროფესია და მიიღონ სამუშაო გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ რეაბილიტაციას;
 
8. „ინდივიდუალური პროგრამები პრობაციონერებისათვის“

ჩვენ შევქმნით პრობაციის ახლებურ ბიუროს, სადაც შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური მიდგომის და რისკების შეფასების საფუძველზე განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით პრობაციონერების ადგილზევე სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვა. დაინერგება კონტროლის ახალი მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს საპრობაციო ვადის უმტკივნეულოდ გასვლას.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს გაძლიერება ხელს შეუწყობს ალტერნატიული სასჯელების განვითარებას საქართველოში;
 
9. „იურიდიული დახმარება თქვენთვის სასურველ ადგილას“

ჩვენ შევქმნით იურიდიული დახმარების მობილურ ჯგუფს. ჩვენი ადვოკატები თავად მივლენ სოფლებში თუ რაიონულ ცენტრებში, რათა მოსახლეობას ადგილზე გაუწიონ იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული დახმარება;
 
10. „კვალიფიციური კადრები ეფექტური რეფორმებისთვის“

ჩვენ განვავითარებთ და დავნერგავთ ახალ, ევროპული სტანდარეტების პროგრამებს.

მიგვაჩნია, რომ ყველა რეფორმის რეალიზაცია საჭიროებს ძლიერ გუნდს, ამიტომ სასჯელაღსრულების და პრობაციის სასწავლო ცენტრი აქტიური განვითარების ფაზაში განაგრძობს მუშაობას, რათა მოდერნიზებულ რეფორმებზე მორგებული სასწავლო პროგრამებით უზუნველყოს თანამშრომელთა პერმენენტული გადამზადება.
 
© 2011. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. ყველა უფლება დაცულია